კილიან მბაპე
Aa
Aa

კილიან მბაპე: „ოდესღაც ჩემი წასვლის დროც მოვა“

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ GQ-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მბაპემ სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, განაცხადა, რომ საფეხბურთო სამყარო ახალ ეპოქაში შედის და „პარკ დე პრენსის“ დატოვება არ გამორიცხა.

„წნეხი? წნეხი ჩემზე უარყოფითად არ მოქმედებს. პირიქით, წნეხი მჭირდება, რათა კარგად ვითამაშო და საშუალებას მაძლევს, მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენო. ვიმყოფებით ეპოქაში, როცა ადამიანები ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრს ელიან და წნეხი საშუალებას გვაძლევს, მაღალ დონეზე ბრწყინვალედ ვიასპარეზოთ.

შესაძლო წასვლა? გასულ ზაფხულში, ევროპიდან წავიდნენ დიადი მოთამაშეები, რომლებმაც ფეხბურთის ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს. ახალ ეპოქაში შევდივართ და რაღაც მომენტში, ჩემი წასვლის დროც მოვა. ცვლილებების გამო, არ ვღელავ და მხოლოდ კარიერის განვითარებაზე ვფიქრობ“.

შეგახსენებთ, რომ RMC Sport-ის მიხედვით, პსჟ ყველაფერს აკეთებს, რათა 25 წლის ფეხბურთელი შეინარჩუნოს და მზადაა, მას ასტრონომიული წინადადებით მიმართოს. ფრანგული გამოცემის მიხედვით, პარიზული გრანდი გეგმავს, მბაპეს ხელფასის სახით, ყოველწლიურად 100 მილიონი ევრო გადაუხადოს და კლუბში იმედოვნებენ, რომ მასთან საერთო ენას გამონახავენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველთვის ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია“ | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ყოველთვის ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია“ | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე