ილია თოფურია, მარლონ ვერა
Aa
Aa

„მინდა, ჯერ სენდჰეგენი ვცემო“ | მერაბთან ჩხუბი ჩიტო ვერასაც არ უნდა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი მომდევნო ბრძოლას მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ გამართავს. ეკვადორელმა მებრძოლმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და როგორც გაირკვა, „შუგას“ დამარცხების შემთხვევაში, მერაბ დვალიშვილთან ჩხუბი არც მას უნდა.

„თუ ტიტულს დავისაკუთრებ, მინდა, კორი სენდჰეგენი გამოვიწვიო. მთავარი მიზეზი, რის გამოც მასთან ჩხუბი მინდა, ისაა, რომ ერთხელ უკვე დამამარცხა და რევანშის აღებას ვაპირებ. მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლის გამარჯვებულიც კარგი ვარიანტია, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ჯერ სენდჰეგენს ვცემდი.

UFC-ში იციან, რომ მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მივიღებ იმას, ვისაც დამინიშნავენ. არავისი მეშინია და მალე ჩემპიონი გავხდები. არავის გავურბივარ და ამ ეტაპზე, ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა“.

შეგახსენებთ, რომ „ჩიტომ“ მერაბის მომდევნო ბრძოლაზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სეხუდოს მისი დაფინიშება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოვსარ ევლოევი: „ვოლკანოვსკი ფავორიტია, თუმცა ილიას მოგება უფრო მაწყობს“
მოვსარ ევლოევი: „ვოლკანოვსკი ფავორიტია, თუმცა ილიას მოგება უფრო მაწყობს“