მოვსარ ევლოევი: „ვოლკანოვსკი ფავორიტია, თუმცა ილიას მოგება უფრო მაწყობს“
UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ჩხუბზე ილაპარაკა. ევლოევმა ფავორიტად „ვოლკი“ დაასახელა, თუმცა დასძინა, რომ „ელ მატადორის“ გამარჯვება უფრო აწყობს.
„ჩემთვის უკეთესი იქნება თუ ილია გაიმარჯვებს, რადგან მასთან ისტორია მაქვს და შემეძლება, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოვკლა: ტიტულისთვის ვიჩხუბო და მასთან საქმე გავარკვიო. თუმცა, ჩემპიონი პატივისცემას იმსახურებს. ვფიქრობ, ვოლკანოვსკი ფავორიტია და შესაძლოა, გამოვიდეს ისე, რომ თოფურიასთვის დაბრუნება მომიწიოს.
განვიცდი იმ ფაქტს, რომ ვოლკი ოქტაგონზე ასე სწრაფად ბრუნდება. არ მინდა, ალექსმა კიდევ ერთხელ წააგოს. მითუმეტეს, რომ ბოლო 3 ბრძოლაში ორი მარცხი აქვს. კიდევ ერთი წაგება მის მემკვიდრეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და არ მინდა, კვარცხლბეკი წარუმატებლობის შემდეგ დატოვოს“.
ცნობისთვის, ევლოევი მომდევნო ბრძოლას კვირას გამართავს და არნოლდ ალენს დაუპირისპირდება, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-4 გახლავთ.