რომა, ჟოზე მოურინიო, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

კაპელო: “მოურინიო ისე გაუშვეს, თითქოს რომას არასდროს წვრთნიდა“

დღეს, ბევრისთვის მოულოდნელად „რომამ“ დაკავებული თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო გადააყენა და მის ნაცვლად „ჯალოროსის“ ყოფილი ფეხბურთელი დანიელე დე როსი დანიშნა.

ამ ფაქტს ლეგენდარული ფაბიო კაპელო გამოეხმაურა და „რომა“ გააკრიტიკა.

რა თქვა კაპელომ?

„როგორც ჩანს, ამერიკელ მფლობელებს პრობლემების მოგვარების უცნაური გზა აქვთ. ისინი ვერ აფასებენ იმათ, ვინც მათთვის მთელი გულით მუშაობს. მაგალითად შეგვიძლია პაოლო მალდინი მოვიყვანოთ, რომელიც სატელეფონო ზარით გაათავისუფლეს და ახლა იგივე მოურინიოზე მოხდა. ჟოზე ტრიგორიაში იყო, როდესაც უთხრეს, რომ ის აღარ სჭირდებოდათ.

გარშემო მგრძნობელობა აღარ არსებობს. არის უბრალოდ ბიზნესი. მესმის ბიზნესმენების, მაგრამ პატივისცემა არავინ უნდა დაივიწყოს. ამ ფორმით ჟოზეს გაშვება კატეგორიულად მიუღებელია. მას გარკვეული სატრანსფერო მოთხოვნები ჰქონდა და პასუხი ვერ მიიღო. ეს უკვე სიგნალს ჰგავდა.

მოურინიოს ისე მოექცნენ, თითქოს „რომას“ არასდროს წვრთნიდა. ეს ძალიან დიდი უპატივცემულობა იყო მის მიმართ, რომელმაც ბევრი რამ მისცა მსოფლიო ფეხბურთს და არა მხოლოდ ევროპულს. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არადამაჯერებელია და რომელსაც არ ვეთანხმები.“

შეგახსენებთ, რომ „რომამ“ მოურინიოს ხელმძღვანელობით ისტორიაში პირველად მოიგო ევროპული ტიტული(კონფერენს ლიგა). ასევ, „განსაკუთრებული“ „ჯალოროსის“ ისტორიაში გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ევროპული ტურნირის ფინალში გაიყვანა.(კონფერენს ლიგა, ევროპის ლიგა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოილუნდმა ვერ გაამართლა - მანჩესტერმა თვალი ზირკზეს დაადგა
ჰოილუნდმა ვერ გაამართლა - მანჩესტერმა თვალი ზირკზეს დაადგა