ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ დე მაჯო, ჯოშუა ზირკზე
Aa
Aa

ვალტერ დე მაჯო: ნგონგე-კვარა-ზირკზეს ტრიო საინტერესო იქნებოდა

„ნაპოლის'' ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ „ნაპოლის'' მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლიში'' რომ მუშაობდეს, ზირკზეს შეძენას შეეცდებოდა.

ვალტერ დე მაჯო: „მოხარული ვარ ნგონგესა და ტრაორეს დამატებით, თუმცა მე რომ „ნაპოლიში’’ ვმუშაობდე, სხვა ოპერაციას გავაკეთებდი. ივნისში ოსიმენი „ნაპოლის’’ დატოვებს, მან კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ეს მოჩვენებითია, ეს ფიქციაა.

ვეცდებოდი „ბოლონიასთან'' ზირკზეს თაობაზე მოლაპარაკებაში შევსულიყავი, ნგონგე-ზირკზე-კვარაცხელიას ტრიო შეიქმნებოდა. ზირკზე შესანიშნავი ფეხბურთელია. ჯოშუა ზირკზეს სანაცვლოდ 50 მილიონს გადავიხდიდი. ეს სიგიჟეა, თუმცა ეს ტრიო საინტერესო იქნებოდა.

იმედი მაქვს, „ნაპოლი’’ პოპოვიჩს დაიმატებს, რომელიც ვარსკვლავია, თუმცა „ფროზინონეში’’ უნდა გაუშვან, რადგან არაევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელია და „ნაპოლიში'' ჯერ არაევროკავშირელის ადგილი არაა’’.

მატია პოპოვიჩი 1,93 მ. სიმაღლის შემტევი ნახევარმცველია. მის მიმართ ინტერესს „მილანი'', „მან. სიტი'', „ბარსელონა'', მიუნხენის „ბაიერნი'', „რეალი'' და სხვა კლუბები იჩენენ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი'' მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ძლიერდება. პასკუალე მაცოკის გარდა „ნაპოლისთვის'' ჰამედ ტრაორე და სირილ ნგონგე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები