ჩიქოვანის გოლი - საქართველომ კვიპროსთან ფრე ითამაშა (U17)
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კვიპროსთან ამხანაგურ მატჩში 1:1 ითამაშა.
Nakrebi.ge-ს ინფორმაციით, ანგარიში მე-12 წუთზე კრისის ევანგელუმ გახსნა. 32-ე წუთზე ნიკოლოზ ელისაშვილის საგოლე პასით ნიკოლოზ ჩიქოვანმა ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი არ განხორციელდა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: გიორგი ყავლაშვილი, გიორგი გვასალია, გიგი გლუნჩაძე, საბა ხარებაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ნიკა სურგულაძე, ნიკოლოზ ელისაშვილი (დავით გოგილაშვილი 46), ლუკა წულაია (კ), რეზი დანელია, ნიკოლოზ ჩიქოვანი (გიორგი გონსალვეს ჩუბინიძე 74), ჰალიდ დოლტმურზიევი
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები კვიპროსზე ადგილობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგურ მატჩს 18 იანვარს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები თურქეთი, დანია და სერბეთი არიან. ამ ჯგუფის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს, შეხვედრები 20-26 მარტს გაიმართება.
ფოტო: Nakrebi.ge