ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, ლოთარ მათეუსი
Aa
Aa

„ჰოლანდს უნდა მოეგო და არა მესის“ | ლოთარ მათეუსი The Best-ის დაჯილდოებაზე

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი FIFA The Best-ის დაჯილდოების შედეგებს გამოეხმაურა. მათეუსმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვებული ერლინგ ჰოლანდი უნდა გამხდარიყო და არა ლიონელ მესი.

„მსოფლიო ჩემპიონატს თუ არ გავითვალისწინებთ, რომლის წყალობითაც, მესიმ ოქროს ბურთი უკვე დაისაკუთრა, ამჯერად, ნამდვილად არ უნდა მოეგო. მესი ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ პარი სენ-ჟერმენში მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია, შემდეგ კი ინტერ მაიამიში გადავიდა, სადაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და სულ ესაა.

უდიდეს მიღწევებზე საუბრისას და საუკეთესო ფეხბურთელის არჩევის პროცესში, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ მანჩესტერ სიტისა და მის თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს. ჰოლანდმა სიტისთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულები დაისაკუთრა და შთამბეჭდავი შედეგიანობით გამოირჩა. საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის არჩევისას ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს და The Best-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ჰოლანდს უნდა მიეღო“.

ცნობისთვის, მესიმ და ჰოლანდმა 48-48 ქულა დააგროვეს. „ლა პულგა“ პირველ ადგილზე გამოკითხვის უფრო მეტმა მონაწილემ გაიყვანა და მისი გამარჯვება სწორედ ამ წესმა განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან