ოფიციალურად | რომამ ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა
„რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. „ჯალოროსიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ ჟოზე მოურინიო და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები გუნდს დაუყოვნებლივ დატოვებენ.
AS Roma can confirm that José Mourinho and his coaching staff will leave the club with immediate effect.
— AS Roma English (@ASRomaEN) January 16, 2024
Further updates on the new First Team coaching staff will follow imminently.
???? https://t.co/NtBTn4ugRm#ASRoma pic.twitter.com/HgkyuYEAb3
„რომა ადასტურებს, რომ მოურინიო და მისი სამწვრთნელო შტაბი გუნდს დაუყოვნებლივ დატოვებს. ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით, სიახლეებს მალე შემოგთავაზებთ. მთელი გუნდის სახელით, მადლობა ჟოზე“, - ნათქვამია იტალიური გრანდის განცხადებაში.
Thanks for everything on behalf of everyone at AS Roma, José! #ASRoma pic.twitter.com/yYkKgF7Rhh
— AS Roma English (@ASRomaEN) January 16, 2024
შეგახსენებთ, რომ მოურინიო რომაში 2021 წლის მაისში დაინიშნა. 2021-22 წლების სეზონში, მისმა გუნდმა კონფერენს ლიგა მოიგო, 2022-23 წლების სეზონში კი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, „რომა“ მე-9 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება.