მერაბ დვალიშვილი, მარლონ ვერა
Aa
Aa

„სეხუდოს მისი დაფინიშება შეუძლია“ | ჩიტო ვერა მერაბისა და ჰენრის ჩხუბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მარლონ „ჩიტო“ ვერამ, რომელიც მომდევნო ჩხუბს საჩემპიონო ქამრისთვის, შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს, მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ჩიტომ“ აღნიშნული ბრძოლის მოკლე ანალიზი შემოგვთავაზა და „ტრიპელ სის“ ფინიში ივარაუდა.

„მერაბი ერთ სტილში ჩხუბობს და 5 რაუნდის განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევს. შესაძლოა, ეს არასანახაობრივი სტილი იყოს, მაგრამ ეფექტურია და შედეგი ნამდვილად მოაქვს. ჰენრის რაც შეეხება, ის მაგარი სტრაიკერია. სეხუდო ოქტაგონზე კარგად გადაადგილდება და მის ჭიდაობასთან გამკლავება არავის შეუძლია.

მაქვს შეგრძნება, რომ ჰენრის აქვს ყველაფერი, რათა მერაბი დააფინიშოს და მუშტებით განხორციელებული დარტყმებით მოიგოს. არ მგონია, დვალიშვილმა ჭიდაობაში აჯობოს და მისი ჯიუ ჯიცუ ალჯამეინ სტერლინგის დონეზე არაა. ვფიქრობ, სეხუდოს მუშტით განხორციელებული დარტყმებით მისთვის ტკივილის მიყენება შეუძლია და ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA The Best-ის დაჯილდოება | ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა
FIFA The Best-ის დაჯილდოება | ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა