ევერტონი, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

ფინანსური წესების დარღვევის გამო ევერტონს და ნოტინგემს ქულები დააკლდებათ

„ევერტონსა“ და „ნოტინგემ ფორესტს“ პრემიერ ლიგაში ქულების დაკლება ემუქრებათ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები კლუბებს ფინანსური „ფეარ-პლეის“ წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა და კომიტეტის წევრებმა დარღვევები გამოიტანეს სააშკარაოზე. „ნოტინგემს“ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად 14-დღიანი ვადა მიეცათ, რის შემდეგაც კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება „ევერტონს“, მას მიმდინარე სეზონში 2021/22 წლების სეზონში აღმოჩენილი დარღვევების გამო მიმდინარე სეზონში უკვე დააკლდა 10 ქულა და ეს სასჯელი მათთვის მეორე იქნება. „ნოტინგემის“ მსგავსად, „ევერტონსაც“ პასუხების გასაცემად და გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 2-კვირიანი ვადა აქვს.

ქულების ზუსტი რაოდენობა, რომელიც კლუბებს დააკლდებათ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მედიაში ვარაუდობენ, რომ ორივე გუნდს 10-10 ქულა დააკლდებათ. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „ევერტონი“, რომელსაც 10 ქულა უკვე ჩამოკლებული აქვს, 17 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს, „ნოტინგემი“ კი 20 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
14 იანვრის სატრანსფერო ზონა
14 იანვრის სატრანსფერო ზონა