ლუკ ჰოლცი
Aa
Aa

„შეუძლებელს შესაძლებლად ვაქცევთ“ | ლუქსემბურგის ნაკრების თავკაცი საქართველოსთან მატჩზე

ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. „წითელი ლომების“ თავკაცი „ჯვაროსნებთან“ მატჩს მოუთმენლად ელოდება და აცხადებს, რომ მისი გუნდის მიზანი შეუძლებლის შესაძლებლად ქცევაა.

„საფეხბურთო ფედერაციის თითოეული წარმომადგენელი, ნაკრების ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრები საქართველოსთან მატჩს მოუთმენლად ველოდებით. როცა მიზანთან ასე ახლოს ხარ, გინდა, რომ მას მიაღწიო და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშო. დარწმუნებული ვართ, შეგვიძლია, შეუძლებელი შესაძლებელი გავხადოთ და ისტორია დავწეროთ.

საქართველოსთან მატჩს მთელი ლუქსემბურგი მოუთმენლად ელოდება. გვინდა, სიურპრიზი მოვაწყოთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ჩვენთვის ევროპირველობის ფინალის მოგების ტოლფასი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ „წითელ ლომებს“ 21 მარტს უმასპინძლებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის უნდა უფრთხილდეს ბარსა | კვარა ნაპოლის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია
ვის უნდა უფრთხილდეს ბარსა | კვარა ნაპოლის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია