ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„არასტაბილურია და ამიტომ ვაკრიტიკებ“ | ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე

ფრანგმა ჟურნალისტმა, ლორან ბრუნმა ზურიკო დავითაშვილსა და „ბორდოში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ჟირონდელებს სანქციები დააკისრეს და ბრუნი ამ ფაქტსა და ქართველი შემტევის ასპარეზობას გამოეხმაურა.

„ამ მომენტისთვის, ბორდოსთვის ტრანსფერები ხელმისაწვდომი არაა. ვნახოთ, რა მოხდება და თუ ვითარება შეიცვალა, უნდა დავიმატოთ მოთამაშე, რომელიც განსხვავებას შექმნის და ბოლო პასის გაკეთების უნარი ექნება. პრობლემა ისაა, რომ კლუბის ყველაზე ძვირადღირებულ აქტივებს მისი საუკეთესო ფეხბურთელები წარმოადგენენ და მათი გასხვისებით, გუნდი დასუსტდება. რთული ვითარებაა და გამოსავლის პოვნა მარტივი ნამდვილად არაა.

ზურიკო დავითაშვილი ალბათ, სხვებზე ძვირი ღირს, მაგრამ კარგი იქნება, თუ სეზონის ბოლომდე ბორდოში დარჩება. მის მიმართ ცოტათი კრიტიკული ვარ, რადგან არასტაბილურია, თუმცა, ერთადერთია არაა, ვინც არასტაბილურად თამაშობს“.

შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო, „ბორდოს“ იანვარში შემადგენლობის გასაძლიერებლად მხოლოდ იმ თანხის დახარჯვა შეეძლება, რასაც ამავე პერიოდში, ფეხბურთელთა გაყიდვით მიიღებს. როგორც ირკვევა, ჟირონდელებს მოუწევთ, მოთამაშეთა გასხვისებით 10 მილიონი ევრო დააგროვონ და შემადგენლობის გაძლიერების უფლება მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“
მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“