ტულუზა, მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე „ტულუზას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი პირველივე წუთებიდან „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. მიქაუტაძეს გოლის გატანის რეალური შანსი 71-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა, მეტოქის მეკარეს ვერ აჯობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის თამაშზე „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ ისაუბრა.

რა თქვა ბოლონიმ:

ის დაბრუნდა და საქმეს დიდი ენთუზიაზმით უდგება. მაგრამ მაგრამ ეს ყველა რისკისგან არ აზღვევს. ვიცით, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელსაც ინდივიდუალისტებიც სჭირდება, მაგრამ იშვიათია, რომ ერთმა ინდივიდუალისტმა შეძლოს შეხვედრაში გარდამტეხი ცვლილებების შეტანა. გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა. იყო სიტუაციაები, სადაც ფიზიკურად კარგად იბრძოდა და ეს ჩემთვის დამაიმედებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, ეს ყველაფერი კი ქართველმა ფეხბურთელმა ზაფხულში, „აიაქსში“ გადასვლამდე მოასწრო.

ამ მარცხის შემდეგ, „მეცი“ სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში დაქვეითდა და 16 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. ლასლო ბოლონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, სტუმრად „ნიცასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაბრუნებით ბედნიერი ვარ, მაგრამ სამუშაო ბევრი მაქვს“ - მიქაუტაძე ტულუზასთან მატჩის შემდეგ
„დაბრუნებით ბედნიერი ვარ, მაგრამ სამუშაო ბევრი მაქვს“ - მიქაუტაძე ტულუზასთან მატჩის შემდეგ