ტულუზა, მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცის მარცხი ტულუზასთან - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა

ფრანგულ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ აუთსაიდერ „ტულუზას“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი ლასლო ბოლონიმ პირველივე წუთებიდან სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და ბოლომდე შეუცვლელად ათამაშა. მიქაუტაძე მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდა და სივრცეების გათავისუფლებას ცდილობდა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, რეალური საგოლე ეპიზოდი კი 77-ე წუთზე შეექმნა, მაგრამ სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა.

მიქაუტაძე VS ტულუზა

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, „ტულუზა“ მე-12 წუთზე სიერომ თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა. მეორე ნახევარში 72-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან „მეცის“ მცველი, ჰერელი გააძევა, რამაც მასპინძელთა საქმე კიდევ უფრო გაართულა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, ეს ყველაფერი კი ქართველმა ფეხბურთელმა ზაფხულში, „აიაქსში“ გადასვლამდე მოასწრო.

ამ მარცხის შემდეგ, „მეცი“ სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში დაქვეითდა და 16 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. ლასლო ბოლონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, სტუმრად „ნიცასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვის შანსი? - კონკურენტმა ტრავმა მიიღო და ცვლილებაზე ითამაშა
საზონოვის შანსი? - კონკურენტმა ტრავმა მიიღო და ცვლილებაზე ითამაშა