გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის კარგი თამაში - უოტფორდის გამარჯვება და ქართველის პროგრესი

ინგლისის რანგით მეორე ლიგის, ჩემპიონშიფის 27-ე ტურში გასავარდნ ზონაში მყოფი ქპრ შინ „უოტფორდთან'' 1:2 დამარცხდა.

„უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა გიორგი ჩაკვეტაძე ზედიზედ მეოთხე მატჩში სასტარტოში ათამაშა (3 - ჩემპიონშიფი, 1 - ინგლისის ასოციაციის თასი), თუმცა ქპრ-სთან მატჩი ჩაკვეტაძის ინგლისურ კარიერაში პირველი იყო, როცა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურება, იმდენად კარგად, რომ ართმევაზე თამაშს მატჩის მიწურულსაც ახერხებდა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონშიფის ამ სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21-დან 5 მატჩში სასტარტოში იყო.

ჩაკვეტაძემ პირველი ტაიმი ჩააგდო, შეტევებს ვერ ამწვავებდა, თუმცა მეორე ტაიმში თავი უკეთ წარმოაჩინა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მისი დღევანდელი თამაშიდან საუკეთესო მომენტი 56-ე წუთზე იყო, როცა საკუთარ საჯარიმოსთან ართმევაზე ბრწყინვალედ იმოქმედა, შეტევა დაიწყო და ოდნავ არაზუსტი დარტყმით დაასრულა. ცხადია, თავისუფალ სივრცეში თამაში უფრო ადვილია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მომენტი მის აქტივში უნდა შევიტანოთ. ფაქტობრივად, კონტრშეტევა მარტომ შექმნა.

გიორგი ჩაკვეტაძის საუკეთესო მომენტები ქპრ-სთან

 

მეორე ტაიმში ჩაკვეტაძე მეტოქის საჯარიმოში კარგ ვითარებაში აღმოჩნდა, თუმცა მის მოქმედებას დამაჯერებლობა აკლდა, კარისკენ ვერ დაარტყა და ბურთი თანაგუნდელს დაუგორა. ამ ვითარებაში მცველის მოტყუებაზე წასვლა შეეძლო, თუმცა ვერ გარისკა. 

27 ტურის შემდეგ „უოტფორდი'' 39 ქულით მე-8 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. 28-ე ტურში „უოტფორდი'' „ბრისტოლ სიტის'' ესტუმრება (20 იანვარი, 19:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები