ვაკო ყაზაიშვილი, ულსან ჰიუნდაი
Aa
Aa

კორეიდან ჩინეთში - ყაზაიშვილის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინურ „შანდუნ ტაიშანში’’ გააგრძელებს. ფეხბურთელი ჩინეთში მიმდინარე კვირაში ჩაფრინდა. ინფორმაციას კორეული და ჩინური წყაროები ავრცელებენ. ვაკო ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

30 წლის ვაკო ყაზაიშვილისთვის „შანდუნ ტაიშანი'' მესამე არაევროპული კლუბია, 2017-20 წლებში MLS-ის „სან ხოსეში'' თამაშობდა, 2021 წლიდან დასაწყისიდან გასული წლის ბოლომდე სამხრეთ კორეის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში, „ულსან ჰიუნდაიში'' გამოდიოდა.

2023 წლის სეზონში „შანდუნ ტაიშანი'' ჩინეთის სუპერ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა. 2019-23 წლებში აღნიშნულ კლუბში მარუან ფელაინი თამაშობდა, გასული წლის მიწურულს ჩინური კლუბი დატოვა.

ვაკო ყაზაიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 63 მატჩში 13 გოლი შეაგდო. 2022 წლის შემდეგ ცნობილი სკანდალის გამო ეროვნულ ნაკრებში აღარ მიუწვევიათ, რაც სრულიად ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები