დიეგო მარადონა, დიეგო მარადონა უმცროსი
Aa
Aa

დიეგო უმცროსი: მათ მამა მოკლეს, მაქვს იდეა, თუ ვინ გააკეთა ეს...

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მისი ვაჟი დიეგო უმცროსი ამბობს, რომ მამამისი მოკლეს და ის ბუნებრივი მიზეზით არ გარდაცვლილა.

„მათ ის მოკლეს, მამას შეეძლო კიდევ ეცოცხლა. მათ იგი ბედის ანაბარა დატოვეს, როცა მისი გადარჩენა შეიძლებოდა. ჯერაც ბოლომდე დიეგოს სიკვდილი არ მიმიღია და მეეჭვება, რომ ეს როდესმე მივიღო.

მამას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავზე ოპერაცია გაუკეთეს, სერიოზული არაფერი იყო. ოპერაციის შემდეგ ის კარგად იყო, იღიმოდა და ხუმრობდა. მას პირობა მივეცი, რომ სამართლიანობისთვის  ბოლომდე ვიბრძოლებ.

რა მოხდა რეალურად? ზუსტად არ ვიცი, რთული სათქმელია. გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს და ჩვენ არგენტინული მართლმსაჯულების გვჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ დიეგოს სიცოცხლე ასე არ უნდა დასრულებულიყო. დარწმუნებული ვარ, მათ ის მოკლეს. ჩემი საქმე არ არის, რომ ახლა ვთქვა, თუ ვინ გააკეთა ეს. მე მაქვს იდეა, თუმცა მას ჯერჯერობით ჩემთვის დავიტოვებ. დარწმუნებული ვარ მამას გადარჩენა შეეძლო. მათ ის ბედის ანაბარა დატოვეს, როცა ნაცვლად ამისა რაღაცის გაკეთება შეეძლოთ“.

- განაცხადა დიეგო უმცროსმა Verissimo-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მარადონას გარდაცვალების ერთ-ერთ არაოფიციალურ მიზეზად ექიმების დაუდევრობა, დროულად დახმარების არგაწევა სახელდება. არგენტინაში ბევრის აზრით და მათ შორის დიეგოს ოჯახის აზრითაც, მარადონას გადარჩენა შესაძლებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონტოლივო: სერია A-ში კვარა-ოსიმენის დუეტი კვლავ საუკეთესოა
მონტოლივო: სერია A-ში კვარა-ოსიმენის დუეტი კვლავ საუკეთესოა