მონტოლივო: სერია A-ში კვარა-ოსიმენის დუეტი კვლავ საუკეთესოა
„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სერია A-ში დღესაც, ოსიმენი-კვრას დუეტი ყველაზე ძლიერია.
„დიახ, რა თქმა უნდა, ლაუტარო მარტინესი და მარკუს ტიურამი ძალიან კარგად არიან შეთამაშებულნი და დიდებულადაც თამაშობენ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ისინი ყველაზე ძლიერები არიან. ჩემი აზრით, ხვიჩა და ოსიმენი საუკეთესო დუეტია.
მათ წელსაც გასულის მსგავსი სეზონი არ აქვთ, თუმცა მაინც არ მგონია, რომ ინტერის შეტევა ყველაზე ძლიერი იყოს. ყველაფრის გათვალისწინებით კვარა-ოსიმენის დუეტი იტალიაში ყველაზე ძლიერია.
რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, თუ ინტერი თავის ფეხბურთს ითამაშებს, ვფიქრობ, მათ კონკურენციას ვერავინ გაუწევს. ალეგრიმ და იუვენტუსმა ჩინებულად იმუშავეს და ბრწყინვალე პირველი წრე ჰქონდათ, თუმცა ინტერს რაღაც უფრო მეტი აქვს. მეეჭვება ტურინელებმა სეზონის ბოლომდე ტემპი შეინარჩუნონ“.
- ციტირებს მონტოლივოს სიტყვებს DAZN-ი.
20 ტურის შემდეგ, „ინტერს“ 51 ქულა აქვს. „იუვენტუსს“ მატჩით ნაკლები აქვს გამართული და თუ მოიგეს 49 ქულა ექნებათ. რაც შეეხება „ნაპოლის“, „პარტენოპეი“ 31 ქულით ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა.