სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილის გაზრდილი სათამაშო დრო და კარგი მატჩი

გამთენიისას NBA-ს მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „ჩიკაგო ბულსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 116:122 დამარცხდა.

მამუკელაშვილს ბოლო დროს კარგი თამაში დაუფასდა და ამჯერად მეტი სათამაშო დრო მიიღო, რაც ნაყოფიერად გამოიყენა კიდეც. მამუმ ჯამში 18:10 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 8 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში, 5 დაცვაში), 1 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო 30 ქულით ტრეი ჯონსი იყო. 26 ქულა ჩააგდო კელდონ ჯონსონმა.

„ჩიკაგოს“ მხრიდან ორმაგი დუბლით გამოირჩა ნიკოლა ვუჩევიჩი - 24 ქულა, 16 მოხსნა.

შეხვედრა დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, გამარჯვებული დასკვნითმა მეოთხედმა გამოავლინა, რომელშიც უკეთესი „ჩიკაგო“ იყო (28:22).

შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიოსთვის“ ეს სეზონი უკვე ჩაგდებულია. გრეგ პოპოვიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 38 შეხვედრის შემდეგ, 7 მოგებითა და 31 მარცხით ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა 16 იანვარს (00:30) „ატლანტასთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გერმანიის ნაკრების თავკაცმა მითხრა, კარგი მწვრთნელი შეარჩიეთო“ | ვლადიმერ ბოისა
„გერმანიის ნაკრების თავკაცმა მითხრა, კარგი მწვრთნელი შეარჩიეთო“ | ვლადიმერ ბოისა