გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

NBA: ბითაძის მორიგი კარგი მატჩი - ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

გამთენიისას NBA-ს მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა და 100:112 დამარცხდა.

კვლავ სასტარტოში იყო და ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 ქულა და 1 მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა ჯამში 22:11 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 8 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში, 7 დაცვაში), 2 გადაცემა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 66.7 იყო, რაც „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „ოკლაჰომა“ მთელი შეხვედრა დომინირებდა, პირველი სამი მეოთხედი მოიგეს და მხოლოდ ბოლო წააგეს, ისიც 1 ქულით.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე 37 ქულით „ოკლაჰომელი“ შაი ალექსანდერი იყო. „ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა ბანკერომ ჩააგდო.

ამ მარცხის შემდეგ „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 39 შეხვედრის შემდეგ, 21 მოგებითა და 18 მარცხით მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი 15 იანვარს ღამის 12 საათზე „ნიუ იორკ ნიქსთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გერმანიის ნაკრების თავკაცმა მითხრა, კარგი მწვრთნელი შეარჩიეთო“ | ვლადიმერ ბოისა
„გერმანიის ნაკრების თავკაცმა მითხრა, კარგი მწვრთნელი შეარჩიეთო“ | ვლადიმერ ბოისა