საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ტიტე კალანდაძე
Aa
Aa

მარცხი ევროპის ხუთგზის ჩემპიონთან - შვედეთმა საქართველო გაანადგურა

ხელბურთში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვედეთთან დიდი ანგარიშით, 26:42 დამარცხდა. პირველი ტაიმი ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 9:23 დათმო, მეორე ტაიმში სხვაობა ორბურთიანი იყო - 17:19.

საქართველოს ნაკრებისთვის ერეკლე არსენაშვილმა შვედეთს 6 გოლი გაუტანა, დიხამინჯიასა და ცხოვრებაძის აქტივში 5-5 გოლია.

შვედეთის ნაკრები ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის ფავორიტია. ასეთი დონის ნაკრებთან შეხვედრა ქართველი ხელბურთელებისთვის დიდი გამოცდილების მომტანია.

საქართველოს ნაკრებმა საწყის ორ ტურში ორივე შეხვედრა დათმო, პირველ ტურში ნიდერლანდებთან 29:34 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნიაა. მატჩი 15 იანვარს, 21:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩით ტიტე კალანდაძის გუნდი ტურნირზე ასპარეზობას დაასრულებს, თუმცა ისტორიული გამარჯვების მოპოვების რეალური შანსი აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მონაწილეობს.

ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ექვსი ქალაქი მასპინძლობს: დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი. E ჯგუფში საქართველო, შვედეთი, ნიდერლანდები და ბოსნია არიან. შეხვედრები მანჰაიმში, „საპ არენაზე“ იმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები