ლერი აბულაძე ზაგრების სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია
ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა შორის ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში შვედი მეტოქე დაამარცხა. აბულაძემ თურქ ჩექერს მეოთხედფინალში 9:0 მოუგო, ნახევარფინალში სერბეთის სახელით მოასპარეზე გიორგი თიბილოვის ბარიერი დაძლია, ფინალში კი შვედ ალექსანდერ ბიკას 9:0 მოუგო.
ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა წლის პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, 2024 წელი წარმატებით დაიწყო.
შეგახსენებთ, ლერი აბულაძე 63 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.
თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობა 6 მედლით დაასრულა. ოქროს მედალი აკაკი ქემერტელიძემ მოიპოვა, რომელმაც ქართულ ფინალში გიორგი ელბაქიძე დაამარცხა. ავთანდილ კენჭაძემ (-79 კგ) და ანდრო მარგიშვილმა (-92 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ევსემ შველიძე (-86 კგ) და მირიან მაისურაძე (-92კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.