ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სალერნიტანა
Aa
Aa

იტალიური მედია: “მატჩის ბოლოს გამოიღვიძა, მაგრამ საკმარისი არ იყო“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „სალერნიტანას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიურმა გამოცემებმა შეაფასეს.

Tuttomercatoweb:

„თამაში თავის საყვარელ პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ წინსვლას ვერ ახერხებდა და სამბიას წინააღმდეგ თამაში უჭირდა. სქემა შეიცვალა და ის მოედნის ცენტრში გადაადგილდებოდა კონკრეტული პოზიციის გარეშე. მატჩის ბოლოს გამოიღვიძა, მაგრამ საკმარისი არ იყო.“

Calciomercato:

„მის დღევანდელ თამაშს გოლი დააკლდა, თუმცა გამუდმებით ცდილობს, რომ გუნდის ლიდერი ყოფილიყო. გიჟურ გოლთან ახლოს იყო, როცა მთელი დაცვა მოატყუა.“

Tuttnapoli:

„მეორე ტაიმში მოუმატა და ერთადერთი იყო, ვინც მომენტების შექმნას ცდილობდა. გოლთან ახლოს იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მას ბევრად მეტი მოეთხოვება.“

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო და სერია ა-ს მორიგი ტურის მატჩს „ლაციოს“ წინააღმდეგ გამოტოვებს. იქამდე კი „ნაპოლი“ 18 იანვარს იტალიის სუპერ თასზე „ფიორენტინას“ შეხვდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშს შეძლებს.

ხვიჩას ყველა მომენტი „სალერნიტანასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - კვარა პირველია
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - კვარა პირველია