შავი ლომი, ლევან მაისაშვილი, ლუკა მატკავა
Aa
Aa

უშანსოდ - შავი ლომი ოლიმპიკთან დამარცხდა

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში „შავი ლომი“ „ოლიმპიკს“ ესტუმრა და უშანსოდ 6:26 დამარცხდა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში მეორე მატჩი წააგო.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბმა თამაში აქტიურად დაიწყო და უკვე მე-12 წუთზე ლუკა მატკავამ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.

მატკავას ჯარიმის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ. მე-16 წუთზე რასუქიმ ლელო დადო, ხოლო ლე ბრუნმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი 7:3 დასრულდა.

თითქოს „შავ ლომს“ უნდა ებრძოლა, მაგრამ „ოლიმპიკი“ მეორე ტაიმში უფრო აქტიური გახდა. 43-ე წუთზე ზარანტონელომ ლელო დადო და ლე ბრუნმა გარდასახვით დამატებითი 2 ქულა მოიპოვა.

62-ე წუთზე არატმა ლელო დადო და გარდასახვის შესრულებისას ლე ბრუნი კვლავ ზუსტი იყო. იქამდე კი ლუკა მატკავამ კვლავ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. საბოლოო წერტილი მატჩის მიწურულს კოლონამ დასვა და „ოლიმპიკმა“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ცნობისთვის, „შავ ლომს“ 3 მატჩიდან 2 წაგება და 1 მოგება აქვს. შემდეგ ტურში მაისაშვილის შეგირდები „კლერმონს“ უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 20 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერც ოსერთან ითამაშებს - დავითაშვილის რეაბილიტაცია გაიწელა
ვერც ოსერთან ითამაშებს - დავითაშვილის რეაბილიტაცია გაიწელა