Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „სალერნიტანას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემამ Sofascore-მა „პარტენოპეის“ ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
გოლინი(6.6), დი ლორენცო(8.3), რაჰმანი(8.2), ჟესუსი(7.0), რუი(7.2), კაიუსტე(7.0), ლობოტკა(7.0), გაეტანო(6.6), პოლიტანო(7.3), სიმეონე(7.2), კვარაცხელია(7.3).
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ 16 დეკემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, „პარტენოპეის“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 31 ქულა დაუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო და სერია ა-ს მორიგი ტურის მატჩს „ლაციოს“ წინააღმდეგ გამოტოვებს. იქამდე კი „ნაპოლი“ 18 იანვარს იტალიის სუპერ თასზე „ფიორენტინას“ შეხვდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშს შეძლებს.
ხვიჩას ყველა მომენტი სალერნიტანასთან