გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეი შევჩენკო
Aa
Aa

პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - კვარა პირველია

Transfermarkt-მა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველა დროის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი დაასახელა.

Transfermarkt-ის მიერ შედგენილ სიას სათავეში ხვიჩა კვარაცხელია უდგას. 2023 წელს კვარა 85 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, რაც მას ბოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცევს.

სიაში ასევე მოხვდა გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც „ვალენსიას“ ღირსებას იცავს და 2023 წელს 30 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

ტოპ 10 ასე გამოიყურება:

1 - ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 85 მილიონი ევრო 2023 წელს, ნაპოლი

2 - მიხაილ მუდრიკი (უკრაინა) – 60 მილიონი 2023 წელს, ჩელსი

3 - ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) – 51 მილიონი 2006 წელს, მილანი

4 - ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა) – 42 მილიონი 2023 წელს, არსენალი

5 - ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი) – 37 მილიონი 2016 წელს, დორტმუნდის ბორუსია (ამჟამად ინტერი)

6 - ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი) – 30 მილიონი 2018 წელს, მონაკო

7 - მარიო ფერნანდესი (ბრაზილია, რუსეთი) – 30 მილიონი 2019 წელს, ცსკა (ამჟამად ზენიტი)

8 - რუსლან მალინოვსკი (უკრაინა, ატალანტა) – 30 მილიონი 2021 წელს (ამჟამად ჯენოა)

9 - გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ვალენსია) – 30 მილიონი 2023 წ.

10 - არტემ დოვბიკი (უკრაინა) – 28 მილიონი 2023 წელს, ჟირონა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველამ იმაზე უნდა იფიქროს, რაც საკუთარ სახლში ხდება“ - კანოვი ჯუღელზე
„ყველამ იმაზე უნდა იფიქროს, რაც საკუთარ სახლში ხდება“ - კანოვი ჯუღელზე