ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, მანუელ ნოიერი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

გოლი ზედიზედ 65 მატჩში | ბაიერნმა მოიგო და ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში, მიუნხენის „ბაიერნი“ საკუთარ კედლებში „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდა. „რეკორდმაისტერმა“ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ჯამალ მუსიალას დუბლისა და ჰარი კეინის გოლის წყალობით, 3:0 იმარჯვა.

„ჰოფენჰაიმთან“ გამართული შეხვედრა „ბაიერნისთვის“ ისტორიული გამოდგა. „რეკორდმაისტერმა“, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით,  ზედიზედ 65-ე საშინაო შეხვედრაში გაიტანა და ამით ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა. ბოლო მატჩი, რომელიც „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში უგოლოდ დაასრულა, 2020 წლის 9 თებერვალს, „ლაიფციგთან“ დაპირისპირება იყო - 0:0.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუნხენელთა მეკარემ, მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა. იგი ბასტიან შვაინშტაიგერს გაუთანაბრდა და „რეკორდმაისტერის“ რიგებში მასზე მეტი მატჩი მხოლოდ ტომას მიულერსა და ფილიპ ლამს გაუმართავთ. სათქმელია ისიც, რომ ჰარი კეინმა 22-ე გოლი გაიტანა და პირველ წრეში შეგდებული ბურთების რაოდენობით, რობერტ ლევანდოვსკის რეკორდი გაიმეორა.

ცნობისთვის, „ბაიერნს“ 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „რეკორდმაისტერი“ „ლევერკუზენს“ ჩამორჩება, რომელსაც 42 ქულა აქვს. ტომას ტუხელის გუნდის მომდევნო მეტოქე „ვერდერი“ გახლავთ, რომელსაც საკუთარ კედლებში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტათი სულელია, მაგრამ ჩხუბი ნამდვილად იცის“ | შონ ომალი ილია თოფურიაზე
„ცოტათი სულელია, მაგრამ ჩხუბი ნამდვილად იცის“ | შონ ომალი ილია თოფურიაზე