ჰამედ ტრაორე
Aa
Aa

იჯარა გამოსყიდვის უფლებით | ნაპოლიმ შეთანხმებას მიაღწია და ტრაორეს გადაყვანასთან ახლოსაა

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლი“ „ბორნმუთის“ ფეხბურთელს, ჰამედ ტრაორეს იმატებს. „პარტენოპეისა“ და „ალუბლებს“ შორის სიტყვიერი შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ფინალური დეტალების მოგვარების შემდეგ, ხელშეკრულება გაფორმდება.

რომანოს ცნობით, ტრაორე ნეაპოლურ კლუბში იჯარის წესით გადავა და „ნაპოლის“ მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება. როგორც ირკვევა, თუ „პარტენოპეიმ“ მისი ხელშეკრულება არ გამოისყიდა, იჯარის სანაცვლოდ თანხის გადახდა ამ შემთხვევაში მოუწევს.

23 წლის ფეხბურთელი უნივერსალია. მას ცენტრში, შემტევ ნახევარმცველად და ასევე საჭიროების შემთხვევაში ორივე ფლანგზე თამაშიც შეუძლია, რაც ვალტერ მაცარისთვის კარგი ვარიანტია. ტრაორე კარგი დრიბლინგითა და სისწრაფით გამოირჩევა.

კოტ-დივუარელისთვის იტალიური ფეხბურთი უცხო არ არის. 2017-21 წლებში ის ემპოლის ღირსებას იცავდა. შემდეგ „სასუოლოში“ გადავიდა და უკვე 2023 წლიდან „ბორნმუთში“ ასპარეზობს. „სასუოლოში“ მან 111 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ბონმუთში“ ჯერჯერობით მხოლოდ 13 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“ | მერაბი თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე
„ილიას გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“ | მერაბი თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე