კუნთის ტრავმა - რაფინია კვირას რეალთან ვერ ითამაშებს
რაფინია ესპანეთის სუპერ თასის ფინალს გამოტოვებს.
ბრაზილიელმა ნახევარფინალში „ოსასუნას“ წინააღმდეგ შეხვედრაში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი 42-ე წუთზე დატოვა.
ცოტა ხნის წინ, კატალონიურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოკვლევით დაფიქსირდა ბარძაყის კუნთის დაზიანება. ამრიგად, რაფინია „რეალთან“ 14 იანვარს ნამდვილად ვერ ითამაშებს.
სასტარტოში მის ადგილს ფერან ტორესი ან ლამინ იამალი დაიკავებს.
რაც შეეხება რაფინიას დაბრუნების ვადებს, ეს დაზუსტებით რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რაფინამ ამ სეზონში მეორე ტრავმა მიიღო. სექტემბრის ბოლოს მას კუნთების დაზიანების გამო ერთი თვე გაუცდა.
მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა „ბარსას“ მაისურით 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.