ევროპის ჩემპიონატი: საქართველო რუმინეთთან დამარცხდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: საქართველო რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 შეხვედრა გამართა და რუმინეთთან 11:18 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში გამარჯვებული 1/4-ფინალში თამაშის უფლებას იღებდა და საუკეთესო 8 ნაკრებში ხვდებოდა.

რუმინელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და შეხვედრის სადავეები ხელიდან წამითაც არ გაუშვიათ, რაც შედეგშიც აისახა - პირველი სამი მეოთხედი მათი გამარჯვებით დასრულდა - 13:6.

ბოლო მეოთხედი ფრედ 5:5 დასრულდა, თუმცა დასკვნითი მეოთხედი უკვე ფორმალობა იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ წინა სამი მატჩი სამივე მარცხი განიცადა. მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 9:18 დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები მე-9 მე-12 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი: მოკლე პროგრამა - გუბანოვა მე-3 ადგილზეა, ურუშაძე 23-ე
ევროპის ჩემპიონატი: მოკლე პროგრამა - გუბანოვა მე-3 ადგილზეა, ურუშაძე 23-ე