„ყველამ იმაზე უნდა იფიქროს, რაც საკუთარ სახლში ხდება“ - კანოვი ჯუღელზე
იტალიელი ექსპერტი დარიო კანოვი მამუკა ჯუღელის ინტერვიუს შესახებ საუბრობს და საქმისადმი მის მიდგომას აკრიტიკებს.
„კვარას აგენტმა არასათანადო ქმედება ჩაიდინა. ყველამ იმაზე უნდა იფიქროს, რაც საკუთარ სახლში ხდება. თუნდაც ოსიმენის ტრანსფერის შესახებ მართლა სცოდნოდა სიმართლე, ამ საქმეში მაინც არ უნდა ჩარეულიყო. მეჩვენება, რომ ის ამით თავისი საქმისთვის პლუსების დაწერას ცდილობს. ამით ჯუღელმა მიანიშნა, რომ მისი კლიენტი ოსიმენს არაფრით ჩამოუვარდება.
ნაპოლის კრიზისი? ისინი ასეთ დროს როგორც წესი ახალ მოთამაშეებს იმატებენ, უფრო მეტი ან იმავე ღირებულების ფეხბურთელებს, რომლებიც ჰყავთ და რომელთა გაყიდვასაც აპირებენ. გუნდი ახლა აშკარა კრიზისშია. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სეზონის ბოლოს ხელშეკრულებები ეწურებათ, სეზონის გაფუჭების რისკებია. ჩემი აზრით, დე ლაურენტისმა დააგვიანა, მას შემადგენლობა სასწრაფოდ უნდა გაეძლიერებინა“.
- განაცხადა კანოვიმ Radio Merte-სთან საუბრისას.
მამუკა ჯუღელის განცხადება ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით