ჰამედ ტრაორე
Aa
Aa

კოტ დივუარელი უნივერსალი შემტევი - ნაპოლი ბორნმუთის ფეხბურთელს იმატებს

„ნაპოლი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მორიგ ტრანსფერთან ახლოსაა. Sky Sport-ის ინფორმაციით, ნეაპოლელები კოტ დივუარის ნაკრებისა და „ბორნმუთის“ შემტევის ჰამედ ტრაორეს იჯარის წესით დამატებას გეგმავენ.

23 წლის ფეხბურთელი უნივერსალია. მას ცენტრში შემტევ ნახევარმცველად და ასევე საჭიროების შემთხვევაში ორივე ფლანგზე თამაშიც შეუძლია, რაც ვალტერ მაცარისთვის კარგი ვარიანტია. ტრაორე კარგი დრიბლინგითა და სისწრაფით გამოირჩევა.

კოტ დივუარელისთვის იტალიური ფეხბურთი უცხო არ არის. 2017-21 წლებში ის ემპოლის ღირსებას იცავდა. შემდეგ სასუოლოში გადავიდა და უკვე 2023 წლიდან „ბორნმუთში“ ასპარეზობს.

„სასუოლოში“ მან 111 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ბონმუთში“ ჯერჯერობით მხოლოდ 13 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა.

წყაროს ცნობით, „ნაპოლი“ მისი იჯარით აყვანასთან ახლოსაა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ტრანსფერი შედგება. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციოც ადასტურებს. ტრაორეს შეძენა „მილანსა“ და „რომასაც“ სურთ, თუმცა ნეაპოლელები მათზე წინ არიან.

ტრაორემ კოტ დივუარის ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი
ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი