ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი შახტარში? | ლაცაბიძის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარი“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელითაა დაინტერესებული. დონეცკელთა რადარზე „დინამო თბილისის“ ცენტრალური მცველი, ლუკა ლაცაბიძე იმყოფება.

„შახტარი“ ლაცაბიძეს კარგად იცნობს. ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბთან ერთად როტერდამში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „შახტარს“ მისი გაფორმება ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა.

Crystalsport-ის ცნობით, დიდი შანსია, ვითარება იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიცვალოს. უკრაინულ კლუბსა და „დინამო თბილისს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გარიგების დახურვის შანსი რეალურია. ლაცაბიძის წარმომადგენელი სააგენტო ბენე სპორტია, რომელიც გოჩოლეიშვილთანაც თანამშრომლობს და „შახტართან“ კარგი ურთიერთობა აქვს.

ცნობისთვის, ლაცაბიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უკანახაზელად ითვლება და საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 150 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი
ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი