ზურაბ მუსელიანი
Aa
Aa

ოფიციალურად | მუსელიანი სამხრეთ კორეაში ითამაშებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის თანასაუკეთესო ბომბარდირი, ზურაბ მუსელიანი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. იგი რანგით მეორე დივიზიონში, K ლიგა 2-ში მოასპარეზე „გიეონგნამს“ შეუერთდა და კლუბმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

„წარმოგიდგენთ ზურაბ მუსელიანს, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, 2023 წელს, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და 140-მატჩიანი გამოცდილება აქვს“, - ნათქვამია „გიეონგნამის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მუსელიანი გასულ სეზონში „გაგრას“ ღირსებას იცავდა და 24 წლის თავდამსხმელია. ქართული კლუბის მაისურით, მან მონაწილეობა 31 შეხვედრაში მიიღო და 17 გოლი გაიტანა. „გაგრამდე“ მუსელიანი „შუქურაში“ ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან