ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ზომების მიღებას აპირებს, რათა „პარტენოპეის“ ვარსკვლავებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის ურთიერთობა არ დაიძაბოს. ნეაპოლელთა პირველი პირის გეგმებზე Corriere dello Sport-მა დაწერა და ბოლო ინფორმაცია მოგვაწოდა.

დე ლაურენტისმა ჩარევა ოსიმენის პოსტის შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც ნიგერიელმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და „კვარას“ აგენტს, მამუკა ჯუღელს სამარცხვინო და ბინძური უწოდა. აურელიო ხვდება, რომ რაღაცის გაკეთება აუცილებელია და სურს, პრობლემა ძირშივე აღმოფხვრას.

Corriere dello Sport-ის მიხედვით, აფრიკის ერთა თასიდან ოსიმენის დაბრუნებისთანავე, ვიქტორი და ხვიჩა დე ლაურენტისს შეხვდებიან. „პარტენოპეის“ პირველი პირი შუამავლისა და შემრიგებლის როლს მოირგებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ კონფლიქტი არ წარმოიქმნას. ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს თქმით, გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცოც მზადაა, საქმეში ჩაერთოს და თანაგუნდელებს შორის სიტუაციის გამწვავება არ დაუშვას. 

საინტერესოა, რომ La Repubblica-ს დღევანდელ ნომერში აღნიშნულია, რომ ჯუღელის განცხადება განპირობებული იყო იმ უსამართლო მოპყრობით, რომელსაც დე ლაურენტისი მისი კლიენტისადმი იჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან
მოულოდნელი დოპინგ-ტესტი, გერმანია და ბუდუმანია | ზივზივაძის ინტერვიუ BNN-თან