ხვიჩას რიგი ჯერ არ მოსულა | ნაპოლი მატეო პოლიტანოს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, „ნაპოლი“ ხელშეკრულებას კიდევ ერთ ფეხბურთელთან გაახანგრძლივებს. იწერებოდა, რომ „ოსის“ შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ჯერი დადგებოდა, მაგრამ „კვარას“ ნაცვლად, მატეო პოლიტანოს რიგი მოვიდა.
ცნობილი სატრანსფერო აგენტის, ფაბირიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეები საბოლოო დეტალებზე მუშაობენ და ოფიციალური განცხადება მომდევნო დღეებში გავრცელდება. პოლიტანო, რომელსაც კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, ნეაპოლურ კლუბს საკუთარ მომავალს კიდევ 3.5 წლით დაუკავშირებს.
???????? Napoli are preparing documents to get Matteo Politano's contract extension sealed in the next days, waiting on final details.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 11, 2024
The agreement will be valid for three-and-half years added on his contract
Napoli rejected Al Shabab approaches for Politano. pic.twitter.com/lqI66hqnbr
საინტერესოა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, პოლიტანოს რამდენიმე მსურველი ჰყავდა. „ნაპოლიმ“ წინადადებაც მიიღო და მატეოს გადაბირების სურვილი „ალ-შაბაბმა“ გამოთქვა, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისმა საკუთარი შემტევის გასხვისებაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, პოლიტანოს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 25 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 6 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.