სანდრო მამუკელაშვილი, გრეგ პოპოვიჩი, კელდონ ჯონსონი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიამამ ისტორია დაწერა, მამუმ წუთ-ნახევარი ითამაშა | სან ანტონიომ დეტროიტს მოუგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა მიმდინარე რეგულარულში მე-6 გამარჯვება იზეიმეს და აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, „დეტროიტ პისტონსი“, რომელსაც 3 მოგება და 35 წაგება აქვს, სტუმრად დაამარცხეს - 130:108.

„სან ანტონიოს“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ვიქტორ ვემბანიამამ შეიტანა, რომელმაც NBA-ის რეკორდი დაამყარა. ფრანგმა კალათბურთელმა 21 წუთი ითამაშა, კარეირაში პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა და შეხვედრა 16 ქულით, 12 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. იგი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ცენტრია, რომელმაც სამმაგი დუბლი გააკეთა. „სან ანტონიოს“ ისტორიაში კი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც „ტრიპლ დაბლი“ გაიფორმა.

მამუკელაშვილს რაც შეეხება, გრეგ პოპოვიჩმა ქართველ კალათბურთელს ძალიან ცოტა დრო მისცა. „მამუმ“ პარკეტზე წუთ-ნახევარი გაატარა და ვერაფრის გაკეთება მოასწრო. მის გუნდში ყველაზე მეტი, 17 ქულა კი კელდონ ჯონსონს ჰქონდა, დევინ ვესელმა 16 ქულა მიითვალა, ჯერემი სოხანმა - 15.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ ანგარიშზე 6 მოგება და 30 მარცხია და ტექსასელები დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილს იკავებენ. პოპოვიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 9 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე დამარცხდა
შენგელიას 9 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე დამარცხდა