შენგელიას 9 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე დამარცხდა
ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „მაკაბის“ ესტუმრა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა. იტალიელებმა 78:95 წააგეს.
როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც კარგი მატჩი არ ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 28 წუთი და 10 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
თორნიკემ ორჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ არ გამოუვიდა. 5-დან სამი 2-ქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ტყორცნა 7-ჯერ შეასრულა, საიდანაც ზუსტი 3 აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიასთან“ ევროლიგაზე ეს მეოთხე წაგება იყო, საპირისპიროდ კი 16 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. იტალიურ გუნდზე წინ მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) January 10, 2024
La Segafredo cede dopo un difficile secondo tempo
???? Belinelli 24, Cordinier 13, Shengelia 9, Hackett 8, Zizic 8, Abass 5, Polonara 4, Dunston 3, Lundberg 2, Pajola 2#AmarsiAncora pic.twitter.com/ERa8RK5Z1F