ნაპოლი, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

კანავარო: “ახლა შესაფერისი დროა, ნაპოლის გასაწვრთნელად მზად ვარ“

ჯერჯერობით ვალტერ მაცარი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და მისი მეთაურობით „ნაპოლი“ დადებით შედეგს ვერ აფიქსირებს.

სპალეტის გაშვების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კანავაროც განიხილებოდა, თუმცა დე ლაურენტისმა არჩევანი რუდი გარსიაზე შეაჩერა.

ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის მიმართ სიმპათიები აქვს და ახლაც მზად არის, რომ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

რა თქვა კანავარომ?

„ვფიქრობ, რომ „ნაპოლიში“ მუშაობის დასაწყებად შესაფერისი დროა. მე მზად ვარ, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არანაირი შეთავაზება არ მიმიღია.

დღეს ერთადერთი რეალური შეთავაზება თურქეთიდან მქონდა, მაგრამ „ფენერბახჩემ“ არჩევანი ფერნანდუ სანტუშზე შეაჩერა. ახლა „ნაპოლიში“ მძიმე სიტუაციაა. გუნდმა ლუჩიანო სპალეტის წასვლა ჯერ კიდევ ვერ გადაიტანა.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ში, 19 ტურის შემდეგ, 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, „პარტენოპეი“ „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 13 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ საუბრობს ამაზე მაშინ, როცა გუნდი კრიზისშია?“ | Corriere dello Sport-ი ჯუღელზე
„რატომ საუბრობს ამაზე მაშინ, როცა გუნდი კრიზისშია?“ | Corriere dello Sport-ი ჯუღელზე