უარი ბელგიურ კლუბს - მაისურაძემ გადაწყვეტილება მიიღო
CrystalSport-ის ცნობით, თბილისის „დინამოს'' ფეხბურთელმა გიორგი მაისურაძემ ბელგიურ „კორტრაიკში'' გადასვლაზე უარი თქვა. კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა აღნიშნულ კლუბში გადასვლაზე უარი თქვა, ზაფხულამდე „დინამოში'' ითამაშებს.
ბელგიის უმაღლეს ლიგაში 16 გუნდს შორის „კორტრაიკი'' 10 ქულით ბოლო ადგილზეა. გასავარდნ ზონას თავი რომ დააღწიოს, 11-ქულიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას, რაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანა იქნება.
21 წლის პერსპექტიულმა მარჯვენა მცველმა გასული სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, როგორც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ასევე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და საქართველოს თასზე 2 მატჩი ჩაატარა.
გიორგი მაისურაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ხუთივე მატჩში სასტარტოში ითამაშა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა.