“აქ სხვანაირი სიტუაცია დახვდა“ - ალ ხელაიფი მესის პარიზულ პრობლემებზე
როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესის ფრანგული კარიერა არ შედგა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენში“ ბედნიერი არ იყო. ამ საკითხზე კი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ისაუბრა.
ალ ხელაიფი:
„მესიზე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი. ის არის მსოფლიოსი საუკეთესო ფეხბურთელი და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. მისთვის მრავალწლიანი „ბარსელონური“ კარიერის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენში“ გადმოსვლა ადვილი არ იყო.
შეხედეთ „ბარსელონას“, იქ ყველაფერი მესისთვის იყო მოწყობილი. მწვრთნელები და ფეხბურთელები მისთვის იყვნენ ორიენტირებულნი. აქ სხვანაირი სიტუაცია დახვდა. ჩვენ გვყავს სხვა ვარსკვლავებიც, მაგალითად კილიან მბაპე და ნეიმარი.“
შეგახსენებთ, რომ ლეო მესი „პარი სენ ჟერმენში“ 2021 წელს გადაბარგდა და გუნდში 2023 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში, მან ყველა ტურნირზე ერთად 75-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა შეასრულა.