ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ჯუღელის სიტყვები მიუღებელია“ | ოსიმენის აგენტის განცხადება

„ნაპოლის“ფეხბურთელის, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვებს გამოეხმაურა. მან ჯუღელის განცხადებას მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ამის გამო, მის კლიენტს არაფრისგან პრობლემები შეექმნა.

„ყველამ საკუთარ სახლზე უნდა იზრუნოს და სხვების მუშაობას პატივი სცეს. სხვა ფეხბურთელების მომავალზე ლაპარაკი სწორი არაა. ეს გაუგებრობას, პრობლემებსა და სავალალო პროგნოზებს აჩენს. მამუკა ჯუღელის სიტყვები ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია.

მისი განცხადება ჩემს ფეხბურთელს, ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის გულშემატკივრებთან სრულიად უმიზეზოდ და რეალობასთან შეუსაბამოდ, პრობლემებს უქმნის. კლუბთან ხელშეკრულება ახლახან გავახანგრძლივეთ და ვიქტორის ერთადერთი სურვილი, აფრიკის ერთა თასის მოგების გარდა, ნაპოლისთვის დახმარების გაწევაა. სხვა ყველაფერი სისულელეა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ჯუღელმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს, ამ განცხადებას კი ნიგერიელი ფეხბურთელის უკმაყოფილება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენი მართალია, ჯუღელმა თავის კლიენტზე უნდა იფიქროს“ | იტალიელი ჟურნალისტი
„ოსიმენი მართალია, ჯუღელმა თავის კლიენტზე უნდა იფიქროს“ | იტალიელი ჟურნალისტი