ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენი მართალია, ჯუღელმა თავის კლიენტზე უნდა იფიქროს“ | იტალიელი ჟურნალისტი

ნეაპოლური გამოცემის, Calcionapoli24-ის ჟურნალისტი, ლუკა კერჩონე „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ვიქტორ ოსიმენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა. კერჩონემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ნიგერიელ თავდამსხმელს მხარი დაუჭირა.

„ჩუმი გასახდელი ნაპოლიში. ოსიმენი მართალია. კვარაცხელიას აგენტს ურჩევნია, მხოლოდ საკუთარ კლიენტზე იფიქროს. PS: თუ იმედგაცრუებული ხარ, რადგან ნიგერიელს 9-ჯერ მაღალი ხელფასი აქვს, ეს კლუბს გააგებინე“.

შეგახსენებთ, რომ ჯუღელმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს, ცოტნე ქინქლაძეს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ოსიმენის საუდის არაბეთში გადასვლა ივარაუდა. „ოსი“ მის სიტყვებს „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა და ჯუღელს სამარცხვინო ადამიანი უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინო ხარ“ | ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა
„სამარცხვინო ხარ“ | ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა