პრიორიტეტი მანჩესტერია - ონანა აფრიკის თასის პირველ მატჩს გამოტოვებს
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე აფრიკის ეროვნებათა თასი იწყება. საინტერესო სიტუაცია შეიქმნა ანდრე ონანას ირგვლივ.
15 იანვარს კამერუნის ნაკრები გვინეას დაუპირისპირდება. 14 იანვარს კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერ ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი აქვს.
„წითელი ეშმაკები“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან. იყო საუბარი, რომ ონანა 2 დღეში ორ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია.
სულ ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა მედიამ გვამცნო, რომ ანდრე აფრიკის ეროვნებათა თასის პირველ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს და ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაეხმარება.
კამერუნი მეორე მატჩს სენეგალის წინააღმდეგ გამართავს და ამ შეხვედრაში „წითელი ეშმაკების“ კარის დარაჯი უკვე ეროვნულ ნაკრებთან ერთად იქნება.