ალ ხელაიფი: “პსჟ მბაპესთვის საუკეთესო კლუბია“
კილიან მბაპეს საგა არ სრულდება. ყოველდღიურად ახალი ინფორმაციები ჟღერდება. ფრანგ სუპერვარსკვლავს ისევ მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.
მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ამ საკითხზე კი კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ისაუბრა.
ალ ხელაიფი:
„რა თქმა უნდა, მინდა, რომ კილიან მბაპე დარჩეს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო „პარი სენ ჟერმენი“ მისთვის საუკეთესო კლუბია. კილიანი ყველაფრის ცენტრშია, მთელი გუნდი მისთვის არის.“
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა მედიამ გვამცნო, რომ მადრიდის „რეალსა“ და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს შორის წინასწარი შეთანხმება შედგა.
სულ ცოტა ხანში კი მბაპეს გარემოცვამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც გავიგეთ, რომ ფრანგ სუპერვარსკვლავსა და „ბლანკოსს“ შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს.“
❗️Le président du PSG Nasser al-Khelaïfi parle de Kylian Mbappé sur @RMCsport
— Fabrice Hawkins (@FabriceHawkins) January 9, 2024
"C’est sûr que je veux que Kylian reste, c’est certain. C’est le meilleur joueur au monde, et le meilleur club pour Kylian, c’est Paris. Il est au centre de tout" pic.twitter.com/ZWe7J3ciK6