ფენერბაჰჩე, ლეონარდო ბონუჩი
Aa
Aa

მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია - ბონუჩი ფენერბახჩეში ითამაშებს

ლეონარდო ბონუჩის მომავალი თითქმის გარკვეული. იტალიური მედიის ინფორმაციით, ვეტერანი უკანახაზელი კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, ლეონარდო თურქულ გუნდთან 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება ამ პერიოდის განმავლობაში 2.8 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩის მთავარი მიზანი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა, რადგან ევრო 2024-ზე იტალიის ნაკრებში სურს მოხვედრა.

ასევე შეგახსენებთ, 36 წლის ცენტრალურ მცველს სერია ა-ში სურდა დაბრუნება. მისი სურვილი „რომაში“ თამაში იყო, თუმცა „ჯალოროსის“ გულშემატკივრებმა ეს იდეა საჯაროდ გააპროტესტეს და ხელმძღვანელობამ ტრანსფერი დაბლოკა.

ცნობისთვის, გასული 6 თვე ბონუჩიმ „უნიონ ბერლინში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენცო რაიოლა: “მენიოსთან შედარება? დონარუმა მსოფლიოში საუკეთესოა“
ენცო რაიოლა: “მენიოსთან შედარება? დონარუმა მსოფლიოში საუკეთესოა“