ხვიჩა კვარაცხელია, სალვატორე ბანი
Aa
Aa

„სითავხედე დაკარგა, ბურთს აღარ ითხოვს“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე კვარაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სალვატორე ბანიმ „პარტენოპეის“ ქართველ გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ბანის მიხედვით, „კვარამ“ სითავხედე დაკარგა, რომლითაც გასულ სეზონში გამოირჩეოდა და მატჩებისას იმალება.

„ნაპოლის ბოლო რამდენიმე შეხვედრაში შევამჩნიე რაღაც, რაც ძალიან არ მომეწონა და გაოცებული დამტოვა. ხვიჩა კვარაცხელიას აღარ აქვს ხასიათი და სითავხედე, რომლითაც გასულ სეზონში, იტალიის ჩემპიონატს თავი გააცნო. კვარა ბურთს აღარ ითხოვს და იმალება, რაც თამაშში უდიდეს განსხვავებას ქმნის.

მისნაირი ფეხბურთელისგან გაცილებით მეტს ველოდები. წარსულში, იგი მეტოქეებზე მიდიოდა და მათ უმიზნებდა, ახლა კი მოწინააღმდეგეების საჯარიმოს მისადგომებთან დახეტიალობს და თანაგუნდელებისთვის პასების გაკეთებით შემოიფარგლება. ჩემპიონებმა თავი სწორედ ასეთ რთულ პერიოდებში უნდა გამოიჩინონ და თანაგუნდელებს დაეხმარონ. შემაშფოთებელია, ის, რასაც ხვიჩა აჩვენებს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე დაქვეითდა. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 13 იანვარს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორინოსთან მარცხის შემდეგ, ნაპოლიმ ფეხბურთელები სასტუმროში გამოკეტა
ტორინოსთან მარცხის შემდეგ, ნაპოლიმ ფეხბურთელები სასტუმროში გამოკეტა