ჩავის გარისკვა არ სურს - ბარსელონა ფელიქსს არ გამოისყიდის
კატალონიის „ბარსელონა“ სეზონის ბოლოს ჟოაუ ფელიქსს მადრიდის „ატლეტიკოდან“ არ გამოისყიდის. ესპანური El Chiringuito-ს ინფორმაციით, ჩავი პორტუგალიელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოა და ფეხბურთელი მასში მოთხოვნილი ღირებულების გადახდას ვერ გარისკავს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდული გუნდი მომავალ სეზონში ფეხბურთელის იჯარიდ გასხვისების შემთხვევაში 15 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც ხელახალი იჯარის შანსებსაც ამცირებს.
ცნობისთვის, ჟოაუ ფელიქსმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.