ვალტერ მაცარი
Aa
Aa

ტორინოსთან მარცხის შემდეგ, ნაპოლიმ ფეხბურთელები სასტუმროში გამოკეტა

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში, „ტორინოსთან“ 3:0 მარცხის შემდეგ „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ფეხბურთელები სასტუმროში გამოკეტეს და მთელი კვირის განმავლობაში მოთამაშეები იზოლირებულ გარემოში იქნებიან.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელები არა კლუბის ბაზაზე, არამედ სასტუმრო Serapide-ში იცხოვრებენ და სასტუმროსთან ახლომდებარე მოედნებზე ივარჯიშებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლის“ ფეხბურთელები „სალერნიტანას“ მატჩისთვის დახურულ კარს მიღმა მოემზადება, რის შემდეგაც გეზს საუდის არაბეთისკენ აიღებს, სადაც სუპერთასის თამაშები ელის.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 13 იანვარს, საქართველოს დროით 18:00 საათზე ჩატარდება, იტალიის სუპერთასზე კი „ნაპოლის“ მეტოქე 17 იანვარს „ფიორენტინა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადავაჭარბეთ, როცა კვარა კაკას შევადარეთ“ | დი კანიომ ნაპოლის პრობლემებზე ისაუბრა
„გადავაჭარბეთ, როცა კვარა კაკას შევადარეთ“ | დი კანიომ ნაპოლის პრობლემებზე ისაუბრა