ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნამდვილად ტოპ-ფეხბურთელია?“ - Daily Mail ხვიჩაზე

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail სერია A-ს შესახებ სტატიას აქვეყნებს და ასახელებს ყველაზე საინტერესო 10 ფაქტს, რაც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვიხილეთ. ამ 10 ფაქტიდან, სტატიის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც გამოყო და სვამს კითხვას, არის თუ არა ქართველი ფეხბურთელი ნამდვილად ტოპ-მოთამაშე.

რა წერია სტატიაში:

კვარაცხელია ამ სეზონში აღარ არის ის მოთამაშე, რომელსაც თავისი დრიბლინგებითა და გასროლებით შეუძლია თამაშის სცენარი შეცვალოს. ჩემპიონატის მოგების შემდეგ ქართველმა გარემარბმა დაკარგა ბრწყინვალება და ნელ-ნელა გაუქრა კონკურენტული ენერგია. მატჩების უმეტესობას მსაჯების გადაწყვეტილებებზე წუწუნით ატარებს, ბევრ პასს აფუჭებს, ბევრს დარბის, მაგრამ ამას დაბნეულად და არაინტელექტუალურად აკეთებს.

თითქოს, ფეხბურთის თამაში დაავიწყდა. „ტორინოს“ დაცვასთან ბევრი დუელი წააგო და ალბათ, საკუთარი თავის გამოვლენას იწყებს, ისეთი, როგორიც სინამდვილეშია: კარგი მოთამაშე, რომელმაც არაჩვეულებრივი და განუმეორებელი წელი ჩაატარა. ნერვული და არც თუ ისე კონკრეტულია, ჯიჯისთან ყველა ფიზიკური ბრძოლა წააგო და თავის ვარსკვლავურ თამაშებს ვეღარ პოულობს.

მისი საბაზრო ღირებულებაც დაეცა. მისი ღირებულება გასული ზაფხულის შემდეგ 100 მილიონი ევრო იყო, დღეს კი რამდენიმე თვის წინანდელი შეფასების მიცემა რთული იქნება. ალბათ, ამ თანხის 60% ღირს. ზოგადად, სამწუხაროა „ნაპოლის“ ასეთი რეგრესის ნახვა, მაგრამ ქართველს დიდი ტექნიკური და გონებრივი ვარდნა აქვს.

თუ ვიქტორ ოსიმენს შევადარებთ, გასული სეზონის შემდეგ მისი პროდუქტიულობა გაცილებით ნაკლებია და ეს უსიტყვოდ ჩანს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მის პიროვნებაზე, რათა არ დაკარგოს ის დიდი კარიერა, რომელიც ახლახან დაიწყო.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 19 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამდენჯერმე იკითხა, რა როლი ჰქონდა“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩას და მწვრთნელის დიალოგზე
„რამდენჯერმე იკითხა, რა როლი ჰქონდა“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩას და მწვრთნელის დიალოგზე